ჯაბა ჯიშკარიანი ირაკლი კობახიძეს: რამდენი წლისაც თქვენ ბრძანდებით, იმდენჯერ ვარ დაპატიმრებული თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის

“ბატონო ირაკლი, რამდენი წლისაც თქვენ ბრძანდებით, იმდენჯერ ვარ დაპატიმრებული თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის”, – აღნიშნული განცხადება სახელისუფლებო გუნდის ყოფილმა წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისამართით გააკეთა.
ჯიშკარიანი აცხადებს, რომ “კობახიძეს კომპლექსები ახრჩობს”.
“მინდა, ამ ადამიანს ვუთხრა – ბატონო ირაკლი, რამდენი წლისაც თქვენ ბრძანდებით, იმდენჯერ ვარ დაპატიმრებული თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. გასაგებია, რომ ახრჩობს ეს ბოღმა ამ ადამიანს და არამარტო ამ ადამიანს, მაგრამ საზოგადოება ხედავს, რა არის ჩვენი პლუსი და რა არის ჩვენი მინუსი. ამას ძალიან მალე დავინახავთ თითოეული ჩვენგანი არამხოლოდ თბილისის, რეგიონების მასშტაბითაც. „დაიცავი საქართველო“არ აპირებს კენჭისყრას. მათ უნდათ, რომ ეს წარმოაჩინონ ასე. ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელმაც დაიძახა და სამოქალაქო აქტივისტების შეკრება გააკეთა. გასაგებია, რომ მათ აქვთ დაწერილი მესიჯები და ამ მესიჯებით ისინი ნამდვილად ვერ გავლენ ფონს“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ რეიტინგი 3%-ს ვერ ასცდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები