თეა წულუკიანი: რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიად იქცა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ღარიბაშვილმა არასამთავრობოებს „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ქვეყანაში ქაოსის შემქმნელები უწოდა.
მინისტრის შეფასებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ნამდვილად პოლიტიკურ პარტიადაა ქცეული.
მისივე თქმით, ქვეყანას ჯანსაღი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა სჭირდება.
„ალბათ, ბატონი ღარიბაშვილი გულისხმობდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ოდენობას, რომლებზეც მეც ბევრს ვსაუბრობ ხოლმე. შემიძლია, მას მხოლოდ დავეთანხმო, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, პრაქტიკულად, პოლიტიკურ პარტიად არის ქცეული და, „ნაციონალებთან“ თუ „ევროსაქებთან“ ერთად, მათი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობს.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა. ასეთები მრავლად არიან ჩვენს ქვეყანაში, მთავარია, რომ ჩვენ ისინი უკეთესად დავინახოთ. მეც ამას ვცდილობ და მათთან ერთად ბევრს ვმუშაობ ხოლმე, იქნება ეს პენიტენციურ სისტემაში, თუ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში, რადგანაც სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოდის სწორი რჩევები, რომლებიც შორსაა პოლიტიკისგან და ნამდვილად სამოქალაქო აქტივობით არის დაკავებულები, რასაც ამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაზე ვერ ვიტყვით“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები