პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტი აღარ გაიზრდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი არ გაიზრდება. მისი თქმით, საზოგადოებაში ბიუჯეტის მომავალი წლის პარამეტრებმა გარკვეული ვენაბთაღელვა გამოიწვია, ამიტომ ურავლესობის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტი იგივე რჩება, რაც 2014 წელს არის.
„უმრავლესობის პოზიცია ასეთია, რომ მომავალი წლის პარამეტრები დარჩეს იგივე და არ გაიზარდოს. რაც შეეხება გარკვეულ მუხლობრივ ცვლილებებს, ამ საკითხს შემდგომში დავუბრუნდებით, როცა პარლამენტი მუშაობას შეუდგება. ამიტომ პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის პარამეტრები 2014 წლის იდენტური იქნება”, -განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, პარლამენტმა მიიღო დადგენილება “საქართველოს პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ”, რომლის თანახმადაც პარლამენტის ბიუჯეტი მომავალი წლისათვის 54 მილიონ 695 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც წლევანდელთან შედარებით, 2 მილიონ 604 ათასს ლარზე მეტია. გაზრდილი თანხით პარლამენტმა შრომითი ანაზღაურების გაზრდა და ავტოპარკის განახლება დაგეგმა.