ილია ნაკაშიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში – ძი იანჩის შეხვდა.
შეხვედრისას, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო, ეკონომიკურ, ტურისტულ, საგანმანათლებლო და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებაზე.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა ჩაქვში არსებული  ლაო ჯინ ჯაოს  სასახლის რეაბილიტაცია და იქ მუზეუმის დაარსება იყო. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ამ სასახლის რეაბილიტაცია, თავის დროზე, აჭარის მთავრობამ დაიწყო, თუმცა, ვერ დაასრულა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩაქვში არსებული ცნობილი ჩინელის – ლაო ჯინ ჯაოს  სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაციასა და იქ მუზეუმის შექმნაზე. ლაო ჯინ ჯაოს სასახლის ტერიტორიაზე გაშენებული ჰქონდა ჩაის პლანტაციები. იგი დაკავებული იყო საქართველოში ჩაის პოპულარიზაციით. ჩვენი მიზანია ამ სასახლის აღდგენა და ქართული ჩაის პოპულარიზაცია. ჩინელი ტურისტებისთვის ეს ადგილი გახდება საინტერესო და მიმზიდველი საექსკურსიო მარშრუტი”, – განაცხადა ილია ნაკაშიძემ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა მზაობა გამოთქვა, რომ, სასახლის რეაბილიტაციის მიზნით, ინვესტიციების მოზიდვაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.​
​ამასთანავე, თბილისსა და ბათუმში სკოლებში ჩინურ ენას,  როგორც არჩევით საგანს შეისწავლიან.

„ჩვენი მიზანია ჩინური ენის განვითარება და დანერგვა საქართველოში. მივაღწიეთ იმას, რომ თბილისსა და ბათუმში სკოლებში ჩინურ ენას,  როგორც არჩევით საგანს შეისწავლიან”, – განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები