სადახლოსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე 13-15 აპრილს კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამურად, 14,620 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და, სანქციის სახით, თითოეულს ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები