ანრი ოხანაშვილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს: ერთ დღეში რომ ცვლიდით კანონპროექტს, ხომ არ დაგავიწყდათ

“ცდილობთ, თითქოს, კრიტიკული სიტუაცია შექმნათ, თქვენს ცინიზმს საზღვარი ხომ აქვს?!”, – ამ სიტყვებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომლებიც უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის კომიტეტის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვენ.
„ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ, თითქოს, ვინმე აჩქარებს პროცესს. არანაირი ფორსირება ხდება. ერთ დღეში რომ ცვლიდით კანონპროექტს, ხომ არ დაგავიწყდათ თქვენ? ერთ დღეში რომ შეცვალეთ კანონპროექტი, რომელი საკომიტეტო მოსმენა ჩაატარეთ? მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი. პროცესი შეჩერდა, ხუთთვიანი განხილვა მიმდინარეობს და ყველა სუბიექტია ჩართული. ხელისუფლებამ დააფიქსირა ნება, რომ ჩვენი პროექტი ვენეციის კომისიაში გადავაგზავნოთ. ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და გეუბნებით, რომ პლენარულ სხდომაზე იქნება ასახული და აქ ცდილობთ, თითქოს, კრიტიკული სიტუაცია შექმნათ. თქვენს ცინიზმს საზღვარი ხომ აქვს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები