ეკა ბესელიამ სხდომა დატოვა – “კომიტეტი უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერესების გამტარებელია”

სამწუხაროდ, იურიდიული კომიტეტი უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერესების გამტარებელია -ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომის დატოვების შემდეგ განუცხადა.
ბესელიას თქმით, მან სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„დღეს პროტესტის ნიშნად დავტოვე ეს სხდომა. სამწუხაროდ, იურიდიული კომიტეტი უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერესების გამტარებელია. ის პირდაპირ ემსახურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის სურვილებსა და ნებას. არანაირი მნიშვნელობა აქვს უკვე. როდესაც კომიტეტი ამ ფორმით გამოხატავს უპატივცემულობას საკითხისადმი, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე დიდ ვნებათაღელვას იწვევს, იქ შინაარსობრივი საუბარი შეუძლებელია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას საზოგადოების არ ესმის.
„სამწუხაროა, რომ არ ესმის უმრავლესობას, საზოგადოების ის ძალიან დიდი პროტესტი, რომელიც ახლა ასეთი უპასუხისმგებლო საქციელის გამო ხდება. სასამართლო თემა – ეს პრივატული სივრცე არ არის, ეს მმართველი გუნდის პირადი არეალი არ არის. მათი ინტერესების ღია ლობირება ამ ფორმით როცა ხდება, ვფიქრობ, ეს ააშკარავებს იმას, რომ საკუთარი მოსახლეობის განწყობა არ გესმის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები