დავით ზურაბიშვილი: გვარს არ დავასახელებ და, ტელევიზიებს რომ ვუყურებ, მემგონი, არჩევნები არ გვჭირდება

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დავით ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს ეხმაურება და სახალისო ინიციატივით გამოდის.
“ამ ბოლო დროს, გვარს არ დავასახელებ და, ტელევიზიებს რომ ვუყურებ, მემგონი, არჩევნები არ გვჭირდება – მაინც ხარჯია, ხლაფორთი, ტანჯვა-წვალება და ა. შ. ამიტომ, გადავწყვიტოთ მარტივად: დავიყოთ ბანაკებად და ვინც უფრო მაგრად შეაგინებს ოპონენტებს, ის იყოს მოგებული. მსაჯები მოვიწვიოთ ევროსაბჭოდან, ან ვენეციის კომისიიდან წნორის ბირჟაზე სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ”, – წერს დავით ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები