ლუგანსკში ერთი მესაზღვრე დაიღუპა და უკრაინელი სამხედრო დაიჭრა

ლუგანსკში ტერორისტების მიერ სამხედრო ნაწილის შენობის შტურმის დროს ერთმა სამხედრომ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიიღო. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს.
“ჩვენ ახლა მივიღეთ ინფორმაცია სამხედრო ნაწილიდან. მათ საავადმყოფოდან აცნობეს, რომ დაჭრილი სამხედრო დიმიტრი შელემენი ცოცხალია და რეანიმაციაში იმყოფება”,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამავდროულად, ნაცგვარდიის პრესსამსახურის ცნობით, დიმიტრი შელემენი კომაში იმყოფება და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ იგი გარდაიცვალა, თუმცა ის სხვა ადამიანში აერიათ. სამხედრო ცოცხალია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. გარდაცვლილია მესაზღვრე, რომელიც დიმიტრისთან ერთად იწვა საავადმყოფოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები