სალომე ზურაბიშვილი: ყოველთვის ხაზს ვუსვამდი იმას, რომ რეგიონების განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის

„ყოველთვის ხაზს ვუსვამდი იმას, რომ რეგიონების განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. არ შეიძლება, დღევანდელ მსოფლიოში, ქვეყანაში იყოს განვითარებული ძირითადად დედაქალაქი და მეორე იყოს ბათუმი, რეგიონები კი ჯერ კიდევ იყვნენ ბევრად ჩამორჩენილი დედაქალაქის ეკონომიკურ განვითარებას”,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, სახელმწიფო პროგრამაში – “აწარმოე საქართველო” ჩართულ მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, თავიანთ რეგიონში ფეხი მოიკიდონ და საქმიანობა დაიწყონ.
„ყოველთვის ხაზს ვუსვამდი იმას, რომ რეგიონების განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. არ შეიძლება, დღევანდელ მსოფლიოში, ქვეყანაში იყოს განვითარებული ძირითადად დედაქალაქი და მეორე იყოს ბათუმი, რეგიონები კი ჯერ კიდევ იყვნენ ბევრად ჩამორჩენილი დედაქალაქის ეკონომიკურ განვითარებას. საჭიროა, ეს დისბალანსი გამოვასწოროთ. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ახალგაზრდები ტოვებენ ქვეყანას, როდესაც თავიანთ რეგიონში, სადაც გაიზარდნენ, ვერ პოულობენ განვითარების პერსპექტივას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. თქვენ ხართ ამ ამოცანის, ამ გამოწვევის ერთ-ერთი გამოსწორების საშუალება.
მიხარია, რომ დღეს ამდენი მცირე მეწარმეა აქ წარმოდგენილი, ქალი მეწარმეების ყოფნაც მახარებს. მნიშვნელოვანია, რომ ქალების აქტიურობაც შეიმჩნევა ამ კუთხით. მცირე მეწარმეობა მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების კუთხით. თქვენზე ვართ დამოკიდებული იმაში, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს და გახდეს მდგრადი, რათა გავიდეთ საზღვრებს გარეთ. ​
მინდა იცოდეთ, რომ არსებობს ბევრი ხელშეწყობის პროგრამა. „აწარმოე საქართველოში” არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. ეს ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, ფეხი მოიკიდონ და დაიწყონ საქმიანობა. პერსპექტივა აქ არის. ქვეყნის დამოუკიდებლობა არის დამოკიდებული დამოუკიდებელ ადამიანებზე. ვინ, თუ არა მცირე მეწარმე, არის მართლაც ბოლომდე დამოუკიდებელი. ეს არის ნიადაგი, რომელიც უნდა გავაძლიეროთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები