კახა მიქაია: მთავარი მოთხოვნაა, დასრულდეს „ნაცმოძრაობისა” და „ქართული ოცნების” დაპირისპირება, რათა ქვეყანა განვითარდეს

მოძრაობა „დაიცავი საქართველოს” წევრის, კახა მიქაიას თქმით, მოძრაობა ჩამოყალიბდება თუ არა პოლიტიკურ პარტიად, ეს დროის საკითხია. მისივე თქმით, საქართველოში არსებულ პრობლემებს მოგვარება სჭირდება. ​
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, დასრულდეს „ნაციონალური მოძრაობისა” და „ქართული ოცნების” დაპირისპირება, რათა ქვეყანა განვითარდეს. საქართველოში არის პრობლემები და ამ პრობლემებსაც უნდა გადაწყვეტა. ჩვენი მოძრაობა იწყებს ფაქტობრივად, აღდგენას. რა და როგორ იქნება, ამას გვაჩვენებს დრო. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ პოლიტიკური პარტიაც ჩამოყალიბდეს, უბრალოდ, არ მინდა, დავასწრო დროს და დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – განაცხადა მიქაიამ. ​
მისივე თქმით, როცა ყველა გაჩუმებული იყო, „დაიცავი საქართველოს” სახელით, მხოლოდ ის საუბრობდა.​
რაც შეეხება ზუგდიდში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს, მან ზუგდიდელებს მოუწოდა, სანდრა რულოვსის გარდა, ნებისმიერ კანდიდატს დაუჭირონ მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები