სლავიანსკსა და კრამატორსკში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო

დონეცკის ოლქის ქალაქებში სლავიანსკსა და კრამატორსკში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Unian-ი იუწყება.
ანტიტერორისტული ოპერაცია არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით მიმდინარეობს, ასევე გამოიყენება “გრადის” ტიპის რაკეტები.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ქალაქში სეპარატისტთა პოზიციებზე საჰაერო შეტევა ხდება. ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელების თქმით, სეპარატისტები თავს დასახლებულ კვარტალებს აფარებენ. ჯერჯერობით უცნობია დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები