დონეცკში გატაცებული ეუთოს დამკვირვებლები გაათავისუფლეს
პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის აღმოსავლეთით გატაცებული ეუთოს დამკვირვებლები ტყვეობიდან გაათავისუფლეს.
“ეუთოს 11 გატაცებული დამკვირვებელი დონეცკში საკუთარ ბაზას დაუბრუნდა”,- განაცხადეს ეუთოში. დამკვირვებლები 27 მაისს დონეცკის მახლობლად დააკავეს. დამკვირვებლებს შორის იყვნენ ესტონეთის, თურქეთის, შვეიცარიის და დანიის მოქალაქეები. უკანასკნელი კავშირი ორგანიზაციას მისიის წევრებთან 27 მაისს ჰქონდა, რის შემდეგაც მათთან კავშირი გაწყდა და მათი ადგილმდებარეობის შესახებ არ იცოდნენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განცხადება გაკეთა, რომ ეუთოს დამკვირვებლების გატაცებაში პრორუსული დაჯგუფება მონაწილეობდა.