მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ
“ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატები დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. კანონპროექტს მხარს დაუჭერს საპარლამენტო უმცირესობა, თუმცა ,,ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ ე.წ. შავი ყუთის გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში დარჩენით, კანონს მხოლოდ ფორმალური სახე ექნება.
ოპოზიცია უკანონო მოსმენების აღსაკვეთად ხელისუფლების პოლიტიკური ნების აუცილებლობაზეც საუბრობს. ე.წ. გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში დატოვების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოებას ასახელებენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ უკანონო მოსმენებს ადგილი აღარ ექნება.