ზვიად კვაჭანტირაძე: პირდაპირ მორალურ კრიზისში ცვივდებიან ადამიანები

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,რომელშიც, სავარაუდოდ, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილსა და მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
“ძალიან რთული გამოწვევის წინაშე დააყენა, როგორც ჩანს, საზოგადოების ის ნაწილი, ვისთვისაც ოდესმე რამე სიკეთე გაუკეთებია; არადა, ფაქტია, მართლა ბევრი აქვს გაკეთებული და ბევრისთვის….
თან რომ ხვდები, რომ დაუშვებელ შეცდომებს უშვებს, არასწორად იქცევა და ვალში რომ ხარ მის წინაშე პირადად და ამიტომ ვეღარ ამბობ და ვეღარ ეუბნები, რასაც ფიქრობ.
რა გინდა, რომ ქნა? მოკლედ, პირდაპირ მორალურ კრიზისში ცვივდებიან ადამიანები. რომ მოინდომონ და გვერდიდან მაინც შეხედონ საკუთარ თავს და სხვისი თვალით წაიკითხონ საკუთარი ნააზრევი, დაინახავენ, რამდენად საშინელი სანახავია ეს ყველაფერი.
(ნაწილს ეხება მხოლოდ, საბედნიეროდ, ყველას არა)”, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები