„დარწმუნებული ვარ, პრემიერსა და კანცლერს შორის უფრო მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდება“

გერმანიას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბება სურს -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერის გერმანიში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას განუცხადა.
“გერმანიას სურს, განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბება, ერთი მხრივ, ასოცირების თაობაზე გაკეთებული ჩვენი ნაბიჯების ფონზე და, მეორე მხრივ, იმ აგრესიის ფონზე, რაც რუსეთის გამო რეგიონში შეიქმნა. გერმანიის ფაქტორი ევროკავშირსა და ნატოში ძალიან სერიოზულია და ამ ვიზიტის შემდეგ დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრებსა და კანცლერს შორის უფრო ახლო და მეგობრული სათანამშრომლო ურთიერთობა ჩამოყალიბდება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები