დონეცკში დაპირისპირება გრძელდება
დაპირისპირება გრძელდება დონეცკში. გასულ ღამეს სეპარატისტებმა ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში. ბაზასთან მათ სამხედროების მშობლები მიიყვანეს და სამხედროებს იარაღის დაყრა მოსთხოვეს. ვრცელდება ცნობა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ერთ-ერთი საგუშაგოს თავზე უპილოტო მფრინავი მოწყობილობა ჩამოაგდეს.
ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაა საჭირო და დახმარებას შეერთებულ შტატებს სთხოვს. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდება საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვარშავაში, ბარაკ ობამასთან დაგეგმილ შეხვედრაზე.
შეხვედრა 3 ივნისს, ობამას ევროპული ტურნეს ფარგლებშია დანიშნული.