დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დევნილებს შეხვდა

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიღმის მასივში თარაშ შურღაია მიონის ტერიტორიაზე და ჭიაურელის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ კანდიდატთან მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე და პრობლემებზე ისაუბრა. მათ ძირითად პრობლემას სოციალურად დაუცველის სტატუსის უქონლობა, ასევე ავარიული ბინები, არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართები, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა, დაზიანებული სახურავები და მოუწესრიგებელი გზები წარმოადგენს.
თარაშ შურღაიამ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და, პროგრამის ფარგლებში, მათი პრობლემების მოგვარების გზებზე ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები