ზუგდიდში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ურთის და ჯუმის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ის ურთის და ჯუმის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.
„ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას. ურთის და ჯუმის სოფლების მცხოვრებლებს შევხვდით, სადაც განვიხილეთ სხვადასხვა საჭიროება. ჩვენ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ჩავერთვებით ამ პრობლემების მოგვარებაში. ასევე მოსახლეობას გავაცანით ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა შენგელიამ. აღნიშნული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები