პეტრო პოროშენკო ამერიკას სამხედრო დახმარებას სთხოვს
უკრაინა საჭიროებს პირდაპირ სამხედრო დახმარებას ამერიკის მხრიდან, – განაცხადა უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „ვაშინგტონ პოსტისთვის“ ინტერვიუს მიცემის დროს.
“ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კონსულტაციებზე. ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და უნდა გავაძლიეროთ უკრაინის შეიარაღებული ძალები”,- განაცხადა პოროშენკომ. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ვითარების გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საკმარისად ეფექტური არ არის. პეტრო პოროშენკომ ასევე მზადყოფნა გამოთქვა რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად, და რომ ის საკმარისად კარგად იცნობს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.