„გზა შინისაკენ“ – ორი ფილმის ჩვენება გაიმართა

1989 წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართა დოკუმენტური ტრილოგიის – „გზა შინისაკენ“ ორი ფილმის – „აკაკი ბაქრაძის თვალსაზრისის“ და „მერაბ მამარდაშვილის თვალსაზრისის“ ჩვენება.
რეჟისორმა ნიკოლოზ დროზდოვმა „გზა შინისაკენ“ 1990 წელს გადაიღო. ორ ათეულ წელზე მეტია, ფილმი მაყურებელს აღარ უნახავს.
ხელოვნებამთოდნე, პუბლიცისტი აკაკი ბაქრაძე და ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი დოკუმენტურ ფილმში საუბრობენ იმ ახალ რეალობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას 80-იანი წლების ბოლოს ეროვნულმა მოძრაობამ მოუტანა.
ფილმების ჩვენების პარალელურად, კინოთეატრის ფოიეში  9 აპრილთან დაკავშირებული ფოტომასალა გამოიფინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები