,,ტაო – შემაძრწუნებელი ბედნიერება“ – ფილმის ჩვენება გაიმართება

10 აპრილს, 19 საათზე, კინოს სახლში, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ფილმის – ,,ტაო – შემაძრწუნებელი ბედნიერება“ – ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, აღნიშნულმა ფილმმა 2018 წლის მართლმადიდებლური დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავა.
ფილმის რეჟისორი, ოპერატორი, მონტაჟი და მუსიკალური გამფორმებელია მარინე კოლხიდაშვილი. სცენარის ავტორი და პროდიუსერი – დავით შემოქმედელი.
ღონისძიების ორგანიზატორი – რუსთაველის საზოგადოება.
მისამართი: კინოს სახლი. კაკაბაძეების ქუჩა #2 (რუსთაველის მეტროსთან).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები