რუსეთის ჩეჩნეთის სპეცრაზმი დონეცკის წინააღმდეგ იბრძვის

 უკრაინის აღმოსავლეთში, ტერორისტებს მხარეს არა მარტო დაქირავებული “გასტროლიორები“, არამედ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმიც იბრძვის. ამის შესახებ ე.წ. ბოევიკების იდენტიფიკაციის შემდეგ გახდა ცნობილი. მათი ლიკვიდაცია დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, სპეცოპერაციის ჩატარებისას, დონეცკის აეროპორტის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა 40 ჩეჩენი ბოევიკი მოკლეს. როგორც გაირკვა, ბევრი მათგანი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-4 რაზმის ბატალიონის წევრი იყო. ამას მათი პირადი ნივთები მოწმობს. ერთ-ერთი მათგანის ტელეფონში მათი “გმირობის“ ამსახველი ვიდეომასალაც არის დაფიქსირებული. ზოგი ფოტო დონეცკში, აეროპორტის სახურავზეა გადაღებული. ვიდეო, შემზარავ კადრებს ასახავს. თვითმხილველთა თქმით, ბოევიკებმა პირადი შემადგენლობა ეზოში დააყენეს, შენობიდან ხატი გამოიტანეს და ყველას დასანახად მას ტყვიები დაუშინეს.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს დონეცკში ანტიტერორისტული ოპერაცია განახლდა.

1

2

4

5

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები