„ქართული ემიგრაცია – წარსული და დღევანდელობა“ – ნიკოლოზ მახათელთან შეხვედრა გაიმართება
ემიგრანტ შემოქმედთა მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო ფონდი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირისა და ქართული ემიგრაციის მუზეუმის პარტნიორობით, იწყებს ახალ პროექტს, ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამოების ციკლს, „ქართული ემიგრაცია – წარსული და დღევანდელობა“. პირველი საღამო 12 აპრილს, 17.00 საათზე, მწერალთა სახლის სააქტო დარბაზში ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამოს სტუმარია ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბალეტმეისტერი ნიკოლოზ მახათელი.
„ვისაუბრებთ ასევე მისი დიდი წინამორბედების, ამერიკული ბალეტის ფუძემდებლის, ჯორჯ ბალანჩინისა და პრიმა ბალერინას, ამერიკული ბალეტის დივას, თამარა თუმანოვა-თუმანიშვილის შემოქმედებისა და ღვაწლის შესახებ საბალეტო ხელოვნებაში. გულთბილ და საინტერესო მოგონებებით გაჯერებულ საღამოზე სიურპრიზებსაც შემოგთავაზებთ“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
დასწრება თავისუფალია.
მის: მაჩაბლის ქ. N 13.