პრინცესა მატილდა მიურატის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

9 აპრილს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში  პრინცი ალენ მიურატისა და პრინცესა ვერონიკა დე შაბო-ტრამკურის საერთო შვილის, პრინცესა მატილდა მიურატის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ნამუშევრები ძირითადად წარმოდგენილია მოდერნ არტის სტილში და პაპიე მაშეს და მავთულების ორიგინალურ ნაკეთობებს მოიცავს.

გამოფენაზე სტუმრებს უნიკალური ჯიშების ფრანგული და ქართული ღვინოებით გაუმასპინძლდებიან.

გამოფენა-გაყიდვა 9 აპრილს, 15:00 საათზე გაიხსნება.

ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები