„ვარშავის აჯანყება 1944“ – გამოფენა გაიხსნება
11 აპრილს, 17:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში გამოფენა „ვარშავის აჯანყება 1944“ გაიმართება.
გამოფენა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ვარშავის აჯანყების მუზეუმის ორგანიზებით იქნება წარმოდგენილი, მოგვითხრობს 1944 წლის ვარშავის აჯანყების 63 დღის შესახებ – დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სამხედრო, პოლიტიკურ, ისტორიულ და ადამიანურ ასპექტებზე.
გამოფენაზე წარმოდგენილი თანამედროვე გრაფიკული ილუსტრაციები ასახავს ვარშავის ისტორიას სინამდვილით და ლეგიტიმურობით. მნიშვნელოვან ფაქტებზე დაფუძნებული ნარატივი ვიზიტორებს პოლონეთის ისტორიას აცნობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები ვარშავის აჯანყების მუზეუმის კოლექციებიდან. სპეციალურად საქართველოსთვის მომზადებული ექსპოზიცია ასახავს ქართველი ოფიცრების მონაწილეობასა და მათ წვლილს მეორე მსოფლიო ომამდე და ომის პერიოდში.
გამოფენა თავდაპირველად ვარშავის აჯანყების მუზეუმმა ვარშავის აჯანყების 70 წლის იუბილეს მიუძღვნა. მას შემდეგ გამოფენას პოლონეთის დიპლომატიურმა მისიებმა და სხვადასხვა მუზეუმებმა უმასპინძლეს ბრატისლავაში, სტოკჰოლმში, ბუდაპეშტში, დუბლინში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, ტაიშხუანგში (ჩინეთი) და ვენაში. არსებობს საგამოფენო პროექტის ინგლისური, შვედური, გერმანული, პოლონური, სლოვაკური, ჩინური და ახლა უკვე ქართული ვერსია.
გამოფენა ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთის საელჩოს საქართველოში და თბილისში პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით.
გამოფენის ხანგრძლივობა: 11-30.04.2019
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3