დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის, ლევან ჩხეიძის დაკითხვა დასრულდა – „გაუგებრობას ჰქონდა ადგილი“

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის, ლევან ჩხეიძის დაკითხვა დასრულდა. ლევან ჩხეიძემ, ადვოკატთან ერთად, შს მთავარი სამმართველოს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
როგორც „კვირას“ ლევან ჩხეიძემ განუცხადა, იგი გამოძიებამ მოწმის სახით დაჰკითხა. მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა გარკვეულ გაუგებრობას, რომელიც აღმოიფხვრა.
„გამომძიებლებს კითხვები ჰქონდათ კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც საქმის მასალებში დევს. კერძოდ, საიდან მქონდა გამოძიების მასალებიდან ინფორმაცია და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან წვდომა, სადაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დაზიანებებზეა საუბარი. აქ ადგილი ჰქონდა გარკვეულ გაუგებრობას – რადგან მე ძალადობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის გარდა, ადვოკატი ვარ სამოქალაქო საქმეზეც, რომელიც ეხება დავით ბაგრატიონ-მუხრნალისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის თანაცხოვრების დროს შეძენილ ქონებას, გარკვეულ მასალებზე წვდომა მაქვს და აღნიშნული ინფორმაციაც საქმის მასალებიდან გახდა ჩემთვის ცნობილი. გაუგებრობა აღმოფხვრილია და სხვა დამატებითი კითხვები გამოძიების მხრიდან არ ყოფილა. დაკითხვას ესწრებოდა ჩემი ადვოკატიც“, – განუცხადა „კვირას“ ლევან ჩხეიძემ.
შეგახსენებთ, რომ ანა ბაგრატიონზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აღძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები