დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი – ლევან ჩხეიძე შს მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი – ლევან ჩხეიძე შს მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს.
როგორც „კვირას“ ლევან ჩხეიძემ განუცხადა, იგი დაკითხვაზე მოწმის სტატუსითაა დაბარებული.
„ამ წუთებში მივდივარ ქალაქის მთავარ სამმართველოში. დამიბარეს. მოწმის სტატუსით უნდა დამკითხონ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდები. სხვა დანარჩენი დაკითხვის შემდეგ მეცოდინება“, – განუცხადა „კვირას“ ადვოკატმა.
ცნობისათვის, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა. ამის მიზეზად კი ის მიზეზი დაასახელა, რომ ესპანეთში მყოფი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა შეუძლოდ გახდა, რის შედეგადაც იგი იძულებული გახდა, დედის სანახავად გამგზავრებულიყო.
შეგახსენებთ, რომ ანა ბაგრატიონზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები