სალომე ზურაბიშვილი: დიდი პატივია საქართველოსთვის, რომ ძალოსნობის ​ამ წლის ჩემპიონატი ​ბათუმში ტარდება (ფოტოკოალჟი)

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ტარდება. როგორც მან ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო სპორტული თანამეგობრობის ნდობა მოიპოვა.
„ვფიქრობ, ეს არის დიდი დღე ბათუმისთვის და არის დიდი დღე საქართველოსთვის. ძალიან დიდი პატივია საქართველოსთვის, რომ აქ ტარდება ძალოსნობის ამ წლის ჩემპიონატი. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ მოიპოვა ამ სპორტის სახეობაში, და არა მხოლოდ ამ სპორტის სახეობაში, საერთაშორისო სპორტული თანამეგობრობის ნდობა. ​ეს არის დამსახურება ჩვენი წარმატებული სპორტსმენების, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, ბათუმში დღეს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები