ვანო ზარდიაშვილი: კოლეგებს საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში განზრახ შეჰყავთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტარები თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უსმენენ, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას” მიმართ გახმოვანებულ ბრალდებებს ეხმიანება.
დეპუტატი კოლეგებს ურჩევს, კანონი წაიკითხონ, სადაც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების წარმოებასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი და საკითხი საიდუმლოა.
„ჩემს კოლეგებს საქართველოს მოსახლეობა განზრახ შეჰყავთ შეცდომაში. მარტივი ლოგიკა თუ არ გააჩნიათ, კანონი მაინც წაიკითხონ, სადაც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების წარმოებასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი და საკითხი საიდუმლოა. კითხვა მე აქ უფრო იმ მიმართულებით მიჩნდება – რატომ ხდება ჩვენი სამხედრო წარმოების საიდუმლო ინფორმაციის გახმოვანება? საკითხში ასეთი არაპროფესიონალიზმი შეურაცხმყოფელია. წინა ხელისუფლების პირობებში „დელტას“ გაყიდვები ნულს უტოლდებოდა, დღეს კი „დელტას” პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში გადის. ამერიკაში გაიყიდა ჩვენი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. არაა გასაკვირი, რომ ოპოზიციას ეს წარმატება ნეგატიური ტყუილებით უნდათ რომ გადაფაროს”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

დეპუტატის თქმით, „თბილავიამშენის” დირექტორი არის კორნელის უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი და მისი გადმოყვანა „თბილავიამშენში“ დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები