სესიაშვილი ბოკუჩავა-სამადაშვილს: ჩემი გამოსვლაც იქნება და იდილიას ნამდვილად დაგირღვევთ
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების – თინა ბოკუჩავასა და სალომე სამადაშვილის მიერ თავდაცვის უწყებაში ნეპოტიზმის არსებობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ქალბატონმა სალომემ თქვა – გაუგონარი კორუფცია არისო დღეს თავდაცვის სამინისტროში, ქალბატონმა თინა ბოკუჩავამაც სურათები ააფრიალა და დამელოდეთ ცოტახანს, ჩემი გამოსვლაც იქნება და იდილიას ნამდვილად დაგირღვევთ. დაპატიჟეთ და გააცანით ის დოკუმენტაცია, სადაც არის რეალური კორუფცია, მაგრამ ქალბატონი სალომე აქ არ გახლავთ. ეტყობა, “რუსთავი2-ს” ინტერვიუს აძლევს – იმ “რუსთავი2-ს”, რომელიც, სამწუხაროდ, ომის შემდგომ თავდაცვის სამინისტროს ფულით, ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების ფულით არის ნაყიდი და დამელოდეთ, ამაზეც ვისაუბრებ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.