მამუკა მდინარაძე თავდაცვის სისტემაზე: ძალიან მნიშვნელოვანია იმიჯზე ზრუნვა – პირდაპირ გეტყვით, რომ ამ მიმართულებით რაღაც გვაკლია

“მიდის კამპანია, რომ, თითქოს, ხორცი არ აქვთ ჯარისკაცებს და მერე აღმოჩნდება, რომ ეს არის აბსოლუტური ტყუილი, რაზეც შემდეგ აღარავინ რეაგირებს და ბოდიშზე საუბარი ზედმეტია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე მიიჩნევს, რომ ქართული ჯარის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია იმიჯზე ზრუნვა და ამ მიმართულებით მუშაობაა გასაძლიერებელი. „ეს არის კამპანიური ხასიათის მოქმედებები, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს.
გარდა ამისა, მიდის კამპანია, რომ, თითქოს, ხორცი არ აქვთ ჯარისკაცებს და მერე აღმოჩნდება, რომ ეს არის აბსოლუტური ტყუილი, რაზეც შემდეგ აღარავინ რეაგირებს და ბოდიშზე საუბარი ზედმეტია. შეიძლება, იდეალურთან მიახლოებული არ ვიყოთ, მაგრამ საქმე კეთდება. ძალიან მნიშვნელოვანია იმიჯზე ზრუნვა – პირდაპირ გეტყვით, რომ ამ მიმართულებით რაღაც გვაკლია. ამ მნიშვნელოვან კომპონენტზე განსაკუთრებული ზრუნვაა საჭირო. ამ მხრივ მუშაობაა გასაძლიერებელი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები