არჩილ თალაკვაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა. როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, შვედეთის მხრიდან ეკონომიკური, საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გააქტიურებაც. შეგახსენებთ, რომ შვედეთი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები