პრემიერი ია კერზაიას საქმეზე – ჩვენ გვსურს, თითოეული დეტალი და ნიუანსი გაირკვეს

„ეს არის ადამიანური ტრაგედია და მე კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში ძალიან მაღალი ინტერესია, ამ ტრაგედიის გარშემო თითოეული დეტალი გაირკვეს“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების წერილს. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო ორგანოები ამ საქმის გამოძიების პროცესში პროფესიულ მოვალეობას უმაღლეს დონეზე შეასრულებენ.
„ეს არის ადამიანური ტრაგედია და მე კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში ძალიან მაღალი ინტერესია, ამ ტრაგედიის გარშემო თითოეული დეტალი გაირკვეს. ჩვენ, ამავე დროს, მოვისმინეთ განათლების მინისტრის კომენტარი და ის ყოველთვის მზად არის, რომ საზოგადოებას უპასუხოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ამავე დროს, ვიცით, რომ პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას. მე ისიც კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში ინტერესია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს გამოძიების შედეგების დადგენა არა მხოლოდ ამ, არამედ – ნებისმიერ საკითხზე, სადაც მაღალი საჯარო ინტერესია. აქვე მინდა, ვთქვა – მეც მაქვს ეს ინტერესი, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს გარკვევა, რეალურად რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ წამზომზე აპელირება იმის ფონზე, რომ ჩვენ გვინდა, რეალური შედეგი მივიღოთ, შეიძლება, არ იყოს სწორი მიდგომა. ჩვენ გვსურს, თითოეული დეტალი და ნიუანსი გაირკვეს. საგამოძიებო ორგანოებმა იციან ამის შესახებ და დარწმუნებული ვარ, ისინი თავის პროფესიულ მოვალეობას უმაღლეს დონეზე შეასრულებენ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები