მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, სადაც გაწერილია კონკრეტული ვადები, როდის გადავა საქართველო პროპორციული არჩევნების სისტემაზე

„ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, სადაც გაწერილია კონკრეტული ვადები, როდის გადავა საქართველო პროპორციული არჩევნების სისტემაზე“, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. „რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს – ამას პასუხი გაეცა და, თუ სწორად მახსოვს, ეს იყო 2016 წელი, როდესაც ეს ინიციატივა იდგა. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ისევე – როგორც ჩვენს პარტნიორებს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც, რეალურად, ეს იდეა მიიყვანა კონკრეტულ შედეგებამდე, რომ საქართველო აუცილებლად გადავა პროპორციული არჩევნების სისტემაზე. 2016 წელს ეს საკითხი იდგა და, სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა მას მხარი არ დაუჭირეს. ჩემთვის დღემდე გაურკვეველია, თუ რა იყო მათი მოტივაცია. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, სადაც გაწერილია კონკრეტული ვადები, როდის გადავა საქართველო პროპორციული არჩევნების სისტემაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები