„ჩეხეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც ხაზს უსვამს ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს“

„ევროკავშირის ზონაში ჩეხეთი მეთორმეტე ქვეყანაა, რომელმაც საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა“, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ჩეხეთის ეს გადაწყვეტილება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. „ჩეხეთის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ევროკავშირის ზონაში ჩეხეთი მეთორმეტე ქვეყანაა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო და მე მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს. ჩეხეთის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ძალიან დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც აღიარებულია ჩვენი ქვეყნის პარტნიორების მიერ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები