ლევან დავითაშვილმა იაპონიის ელჩთან გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო” მიმდინარეობის საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო” მნიშვნელობა და მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გამოფენამ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს ცნობადობის ზრდას განსაკუთრებულად შეუწყო ხელი.
როგორც ტადაჰარუ უეჰარამ აღნიშნა, იაპონიაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ექსპორტის სტიმულირების თვალსაზრისით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები