„რუსთავი2-მა” „საკუთარ კანდიდატ“ ვაშაძეს პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის მიღმა მილიონზე მეტი ლარის ღირებულების რეკლამა უფასოდ მისცა”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების შესახებ გაკეთებულ კვლევას ეხმაურება.
„ძალიან მრავლისმთქმელი კვლევაა, მათ შორის, საარჩევნო პერიოდში „რუსთავი2-ის“ „საქმეთა საგმირონზეც“. წინასაარჩევნო პერიოდში, „რუსთავი2-მა“ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტები გაზარდა, რისი ვალდებულებაც მოქმედი კანონმდებლობით არ ჰქონია (აღნიშნული საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა).

“რუსთავი2-მა“ „საკუთარ კანდიდატ“ გრიგოლ ვაშაძეს კანონით გათვალისწინებულ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტს მიღმა, დაახლოებით, მილიონზე მეტი ლარის ღირებულების რეკლამა უფასოდ მისცა. თუმცა, ბოლო დროს, „რ2“, მგონი, აღარც მალავს, რომ პარტიული ტელევიზიაა. და კიდევ, ღარიბ საქართველოში, სადაც ბავშვები შიმშილობენ და ა.შ. საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ, ჯამურად, დაახლოებით – 38 მილიონი ლარი შეადგინა!!!“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ცნობისთვის, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი გააკეთა. კომისიის ინფორმაციით, ანალიზი მაუწყებლების მიერ კომისიაში წარდგენილი ყოველკვირეული ფორმების საფუძველზე გაახორციელა, რომლის წარდგენაც კომისიაში მაუწყებლებს კანონით ევალებათ. ამასთანავე, კომისიის ინფორმაციით, „რუსთავი2-მა“, უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდით, გრიგოლ ვაშაძეს, დამატებით, 1,281,511 ლარის რეკლამა აჩუქა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები