მარტვილში სახანძრო მანქანა გადაბრუნდა

სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძასთან, სენაკის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო ავტომობილი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახანძრო მანქანა მარტვილის მამათა მონასტერში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები