„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მოწევისთვის თავის დანებების პრეპარატებზე დღგ-ს მოხსნას ითხოვს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მოწევისთვის თავის დანებების პრეპარატებზე დღგ-ს მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ ალიანსის თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როცა აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება, პარალელურად, მიდიოდა მუშაობა თამბაქოზე თავის დანებების სერვისების განვითარებაზე. არსებობს ცხელი ხაზის ნომერი, არსებობს კლინიკებიც, კონკრეტული დაწესებულებები, მათ შორის – ფარმაცევტული, სადაც ნებისმიერ მწეველს შეუძლია, მივიდეს და გარკვეული სერვისი მიიღოს, ამ თვალსაზირისით. პრობლემაა ის, რომ ყველა ეს საშუალება, როგორც მედიკამენტი, ასევე = ნიკოტინის შემცველი პროდუქტი, იბეგრება დღგ-ითა და, ასევე, საბაჟო მოსაკრებლით, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზულად აძვირებს ამ პროდუქტს და ხელმისაწვდომობას ზღუდავს მწეველებისთვის.
ჩვენი საგადასახადო კოდექსი ამბობს, რომ მედიკამენტი, რომელიც ექიმის დანიშნულებით გამოიყენება, გათავისუფლებული უნდა იყოს დღგ-სგან. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა, ჯერჯერობით, არ არის. ამიტომ, ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ეფექტურ საშუალებას აწარმოებს, აპირებს, დატოვოს ბაზარი. ფაქტობრივად, ჩვენ დავრჩებით ნაკლებეფექტური მედიკამენტების ამარა.
მოვუწოდებ ფინანასთა მინისტრს, რომ მოხდეს გონიერი გადაწყვეტილების მიღება და ყველა სახის თამბაქოზე თავის დანებების საშუალება გათავისუფლდეს ამ საგადასახადო წნეხისგან, რომ უფრო ხელმისწვდომი გახდეს მწეველებისთვის თამბაქოზე თავის დანებების საშუალებები. სოციალურად დაუცველებისა და სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე პირთათვის ეს მედიკამენეტბი უფასო უნდა იყოს“, – განაცხადა ბახტურიძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები