ბათუმში “ბიბლუსის” მაღაზიის ქურდებს წიგნები არ მოუპარავთ, თანხა წაიღეს

ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე წიგნების მაღაზია “ბიბლუსი” გაქურდეს. ბოროტმოქმედებს წიგნები არ წაუღიათ, მათ სალაროში არსებული თანხა წაიღეს, რომლის რაოდენობაც, ამ დროისთვის, უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დადგენილია სავარაუდო დამნაშავე – ის არასრულწლოვანია.
„კარს მინა ჰქონდა გატეხილი. სალაროში ჩვენ თანხა გვქონდა დატოვებული და დაგვხვდა ცარიელი. სხვა რამ არ აუღიათ. ზუსტად ათი წამის განმავლობაში შეძლო გატეხვა, უჯრის გაღება და გასვლა”, – აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი, ნონა ლურსმანაშვილი.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები