საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო აქცია დაიგეგმა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის” ორგანიზებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, 6 აპრილს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო კლინიკა “გასტროენტეროლოგი”, სამედიცინო ცენტრი “ვივამედი”, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა “გიდმედი”, გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.
ბენეფიციარების მიღება პერევის საჯარო სკოლის შენობაში, 10:00 საათიდან დაიწყება.
ცნობისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ” ქართული ოცნება – ჯანმრთელ მომავალს” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფასა და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები