„ხალხის პროტესტის გამოყენება ქულების დასაწერად, დაუშვებელია“ – „სოლიდარობის ქსელი“ პარტიებს მიმართავს

“ჩვენი მოძრაობისა და ხალხის პროტესტის გამოყენება ქულების დასაწერად არის დაუშვებელი”, – ასე მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს „სოლიდარობის ქსელი“, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას მოითხოვს. განცხადება „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელმა, რევაზ კარანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„როგორც პროფკავშირს, „სოლიდარობის ქსელს“ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. ჩვენ, მრავალი წლის მანძილზე, ვუყურებდით, თუ როგორ იგნორირებას უკეთებდა ხელისუფლება მშრომელ ხალხს საქართველოში. ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ მარკეტებში, მაღაროებში, ჯანდაცვის სფეროში – შრომითი უფლებები უგულებელყოფილია.
ხალხში ძალიან დიდი ხანია, არსებობს პროტესტი იმ სოციალური უსამართლობის მიმართ, რომელიც არის საქართველოში. ამ ხალხს, ძალიან დიდი ხნის მანძილზე, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება იგნორეირებას უკეთებს. მინდა, მივმართო მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს – არც იფიქროთ ჩვენთან მოახლოებაზე, არ იფიქროთ იმ პოლიტიკის გაკრიტიკებაზე, რომლის ავტორებიც თქვენ ბრძანებით, ჩემო მემარჯვენეებო. ეს პოპულისტური გამოსვლები, ამ მოძრაობისა და ხალხის პროტესტის გამოყენება ქულების დასაწერად არის დაუშვებელი. ეს მოქალაქეების პროტესტია. აუცილებლად გავაგრძლებთ ამ კუთხით ბრძოლას.
რაც შეეხება სახალხო მოძრაობის დაანონსებას – ამ კუთხით აუცილებლად გაგაცნობთ სამომავლო გეგმებს. გვაქვს შევხედრები და კონსულტაციები იმ პარტნიორ ორგანიზაციებთან, რომლებიც არიან ჩვენი კოლეგები, აქციის თანაორგანიზატორები. ერთ-ერთია მეტროს დამოუკიდებელი პროფკავშირები, EMC , ასევე – ბევრი მშრომელი ადამიანი, რომელიც აქციაზე გამოვიდა“, – განაცხადა კარანაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები