თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს (ფოტოკოლაჟი)

დღეს, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 36 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაალ კაპანაძე და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს, მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები