მამა პეტრე კოლხი: რადგან ქრისტე სხვა რამეს მასწავლის, მთავარია, მას მოვეწონო
მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სასულიერო პირებზე საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ შეხედულებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, იგი იცხოვრებს ისე, როგორც ქრისტეს მოეწონებოდა, რადგან მას უფალი სხვა რამეს ასწავლის.
“მღვდელმა არ უნდა გაიღიმოს, მღვდელი არ უნდა იყოს აქტიური, მღვდელს საკუთარი აზრი არ უნდა გააჩნდეს… მღვდელს განათლება რწმენაში ხელს უშლის…
ქუჩაში უნდა იცხოვროს, ჯორით უნდა იმოძრაოს… თავს გამოქვაბულს უნდა აფარებდეს. მისი შვილები მშივრები უნდა იხოცებოდნენ… მონად უნდა დარჩეს… წიგნი არ უნდა გადაშალოს…
მან არ უნდა წეროს, არ უნდა ისაუბროს, არ უნდა ჩაიცვას, არ უნდა დაიხუროს, მათხოვარი უნდა იყოს, დაჩიავებული და დაუძლურებული… წელში მოხრილი და გაუბედურებული… ნატანჯი და გასაცოდავებული…
აი, ასეთი წარმოდგენა აქვს მოსახლეობის უმეტესობას სასულიერო პირზეც და სარწმუნოებაზეც…
მაპატიეთ, იმედი უნდა გაგიცრუოთ – ასეთი ღვთისმსახური ვერ ვიქნები, რადგან ქრისტე სხვა რამეს მასწავლის…
ჰოდა, მთავარია, მას მოვეწონო, მისთვის სათნო ვიყო!..” – წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.