ნოდარ ხადურმა შესაძლოა, რეპუტაციის შელახვისთვის იჩივლოს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გაზეთ „ახალ თაობაში“ გამოქვეყნებულ დღევანდელ ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ მასთან დაკავშირებული თითოეული სიტყვა ტყუილი და ცილისწამებაა. აღნიშნულის შესახებ მინისტრის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ თუ რესპოდენტი დაუყოვნებლივ არ წარმოადგენს ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამართალწარმოებას დაიწყებს და აღძრავს სარჩელს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის.
„მოვუწოდებთ, ყველა მედიასაშუალებას, ამ შემთხვევაში, გაზეთ „ახალი თაობის“ რედაქციას, პუბლიკაციის გამოქვეყნებასთან ერთად, ხოლო რესპონდენტს კი დაუყოვნებლივ, წარმოადგინოს ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები (ნებისმიერი სახით და ფორმით), წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაიწყებს სამართალწარმოებას და აღძრავს სარჩელს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები