შსს-მ ქურდობის ფაქტი გახსნა

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გიორგი ო. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გიორგი გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისი-ნიქოზის მოქმედი სარკინიგზო მაგისტრალის მე-13, მე-14, მე-15 კილომეტრიდან 1,5 კმ სიგრძეზე, „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი, მატარებლის ლიანდაგის დამჭერები მოიპარეს. სამართალდამცველებმა გიორგი ო. და გიორგი გ. სოფელ ახალდაბაში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი სარეალიზაციოდ გამზადებული მოპარული დამჭერების ტრანსპორტირებას აპირებდნენ. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მათ ასევე აღიარეს მანამდე ჩადენილი რამდენიმე მსგავსი ფაქტი. გამოძიებით დადგენილია, რომ მათ მიერ „საქართველოს რკინიგზისთვის“ მიყენებული ზარალი საერთო ჯამში 1134 ლარს შეადგენს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=RI0GrUbNd6E&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები