ანრი ოხანაშვილი: ეკა ბესელია საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის

“ეკა ბესელია საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ ეკა ბესელია ყოფილ თანაგუნდელების მიმართ ისეთ რაღაცებს კადრულობს, რომ მორალურ ჩარჩოებს სცდება. “ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა და პატივისცემა გვმართებს საზოგადოების მიმართ. საზოგადოებას შოუები და ასეთი უღირსი გამონათქვამებით საუბარი არ სჭირდება. ჩვენი ზოგიერთი კოლეგა, რომელიც უკადრებელს კადრულობს, შეურაცხყოფას მხოლოდ საკუთარ კოლეგას კი არ აყენებს, არამედ – საზოგადოებას. ხალხს ეს მობეზრდა – ეკა ბესელია ჩვენთვის და საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები