რას დაჰპირდა პრემიერი 9 წლის ბაჩო წიკლაურს?
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთაში მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას გუდამაყრელი 9 წლის ბაჩო წიკლაურის სიტყვები გაიხსენა. პრემიერი ბაჩოს დაჰპირდა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის საამაყო ქვეყნის საამაყო შვილი იყოს!
„არ შემიძლია ამ მხარეშიარ გავიხსენო გუდამაყრელი ბაჩო წიკლაური. რომელიც საჯაროდ ამბობდა, რომ როცა გაიზრდებოდა, დაიცავდა ამ მთებს და მთელ გუდამაყარს,ამბობდა, რომ მესაზღვრე გახდებოდა.
„აქ უფრო მეტია, ვიდრე ქალაქში. ვუყურებ და ხანდახან ვფიქრობ, რომ მეც მთავარ, ოღონდ პატარა და თუ აქედან წავალ, დიდი ვეღარ გავიზრდები. მთები არ ტოვებენ თავის ადგილს,თუ დატოვებენ, ჩამოიქცევიან“, – ეს სიტყვები ეკუთვნის ამ 9 წლის ბიჭს, რომელშიც დიდი სიბრძნეა, ჩემო მეგობრებო. ისე, როგორც მას არ უნდა დატოვოს თავისი კუთხე, ჩვენც არ უნდა დავტოვოთ ჩვენი სამშობლო, ჩემო მეგობრებო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბაჩოსნაირმა ბიჭებმა, ნამდვილმა პატრიოტებმა, ფეხზე დამდგარ და წარმატებულ ქვეყანაში იცხოვრონ.
მინდა ბაჩოს დავპირდე, რომ პირადად მე, თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ,რომ მას თავისი ოცნებები აუხდეს და საამაყო ქვეყნის საამაყო შვილი იყოს!“ – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.