ირაკლი კობახიძე: შალვა შავგულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას, რაც უპრინციპობაზე მეტყველებს

0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანის ოჯახის ყოფილ ადვოკატს, შალვა შავგულიძეს არანაირი პრინციპები აქვს.
როგორც მან აღნიშნა, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებაც ბევრ რამეზე მეტყველებს. „გახსოვთ, რომ, როდესაც საუბარი იყო სასამართლოზე, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, საუბარი იყო ჩინჩალაძეზე, მურუსიძეზე და ა.შ., ამ საკითხთან დაკავშირებით, შალვა შავგულიძე გამოდიოდა და თავის პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდა. დღეს, ეს ადამიანი გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს, რომლებიც რაღაცებზე გვედავებიან, არანაირი პრინციპი აქვთ და ეს ამის ნათელი დადასტურებაა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი